რობერტა მეცოლა ევროპარლამენტის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს

რობერტა მეცოლა ევროპარლამენტის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს. მან ხმათა უმრავლესობის მიღება შეძლო.

მეცოლას კანდიდატურას მხარი დაუჭირა 562 დელეგატმა, კენჭისყრაში მონაწილეობა კი სულ 623 დეპუტატმა მიიღო. რობერტა მეცოლა ევროპარლამენტს 2.5 წლის ვადით უხელმძღვანელებს.

ევროპარლამენტის პრეზიდენტობისთვის სულ ორი კანდიდატი იბრძოდა, რობერტა მეცოლა და ესპანელი ირენ მონტერო.

შეგახსენებთ, რობერტა მეცოლა ამ თანამდებობაზე პირველად 2022 წლის დასაწყისში აირჩიეს.

ასევე იხილეთ