შიდა ტურიზმის პოპულარიზაციისთვის, აჭარაში აქტიური სარეკლამო კამპანიები მიმდინარეობს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი შიდა ტურიზმის სტიმულირების მიზნით აქტიურ სარეკლამო კამპანიებს აწარმოებს. პროექტში  „გამომყევი აჭარაში“, რომელიც ივლისიდან დაიწყო, 20-მდე კონტენტ-კრეატორი და ფოტოგრაფია დარეგისტრირებული.  კამპანიის ფარგლებში მონაწილეები აჭარაში მოგზაურობენ და შთაბეჭდილებებს ათასობით გამომწერს უზიარებენ. პარალელურად მიმდინარეობს რადიორეკლამა „ფორტუნა ჰოლდინგის“ ოთხივე რადიოსადგურში. რადიორეკლამისას აჭარის მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებს საქართველოს მასშტაბით ყოველკვირეულად „ფორტუნას“ ნახევარმილიონზე მეტი მსმენელი ეცნობა.

შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით ბათუმში ასევე მიმდინარეობს ქუჩის მხატვრობის ფესტივალი, რომლის ფარგლებშიც ქალაქს ულამაზესი ქუჩის მხატვრობა შეემატება. აჭარის სამთო და საზღვაო ტურისტული პროდუქტების, ახალი მარშრუტების პოპულარიზაციის მიზნით დეპარტამენტი ორგანიზებას უწევს მედიატურებს ქართველი ფოტოგრაფების, ინფლუენსერებისა და ჟურნალისტებისთვის.

ასევე იხილეთ