არჩილ თალაკვაძე: ამნისტიის პროექტი არის დაბალანსებული პატიმრებისა და საზოგადოების უსაფრთხოების ინტერესებს შორის

“ამნისტიის კანონი საუკეთესო ბალანსით იქნება მიღებული და 150-მდე მუხლს შეეხება”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, კანონპროექტში გათვალისწინებული იქნება, როგორც პატიმრების, ასევე საზოგადოების უსაფრთხოების ინტერესები.

„პატიმრებისთვის, ადამიანებისთვის, ვინც თავისუფლების აღკვეთის პირობებში არიან, ნებისმიერი შეღავათი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ემოციური საკითხია მათთვის. პატიმრობაში მყოფ თითოეულ ადამიანს, ჩვენს მოქალაქეს მინდა ვუსურვო ჯანმრთელობა, საზოგადოებასა და ოჯახებში მალე დაბრუნება. ამნისტიის პროექტი მუშავდება და არის დაბალანსებული პატიმრებისა და საზოგადოების უსაფრთხოების ინტერესებს შორის. დაზარალებულის ინტერესები გათვალისწინებულია აუცილებლად იმიტომ, რომ დანაშაულს არ ჰყავს მხოლოდ ერთი მხარე“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

მან ასევე ისაუბრა პატიმრების იმ კატეგორიაზე, რომლებსაც ამნისტიის კანონპროექტი არ შეეხებათ.

„ჩვენ ვეცადეთ, რომ ამნისტია გავრცელებულიყო ყველა იმ მუხლსა და დანაშაულზე, რომელსაც შეიძლება საერთაშორისო სტანდარტებით ამნისტია შეეხოს. ვისზე არ გავრცელდება ამნისტია ესეც შემიძლია გითხრათ, ეს არის მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები, სადაც მომეტებული საფრთხეა საზოგადოებისთვის და რა თქმა უნდა, თითოეული შემთხვევა, სადაც დანაშაულის განმეორება და რეციდივია, არის დიდი პასუხისმგებლობა. ამიტომ აქაც კანონმდებლები ვალდებული ვართ, რომ ვიფიქროთ თანაბრად ჩვენი მოქალაქეებისა და საზოგადოების უსაფრთხოებაზე.

საუკეთესო ბალანსით იქნება ამნისტიის კანონი მიღებული. ის შეეხება 150-მდე მუხლს, ძალიან ბევრ პრობაციონერსაც და ამ რიგგარეშე სხდომაზე ამაზე დეტალური მსჯელობა გვექნება და პატიმრები და მათი ოჯახის წევრებიც გაიგებენ კონკრეტულად რომელ მუხლებზე დაამტკიცებს პარლამენტი ამნისტიას“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ასევე იხილეთ