არჩილ თალაკვაძე: საერთაშორისო დამკვირვებლებმა არაერთხელ დაადასტურეს, რომ საქართველომ არაერთი არჩევნები ჩაატარა ძირითადი წესების დაცვით

“საერთაშორისო დამკვირვებლებმა არაერთხელ დაადასტურეს, რომ საქართველომ უკვე ჩაატარა არაერთი არჩევნები ძირითადი წესების დაცვით. რაც შეეხება ახლა არჩევნებზე წინასწარ თავდასხმას, არის რადიკალური ოპოზიციის კამპანია”,  – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევნები ჩატარდება დათვლის ელექტრონული სისტემით, რომელიც რაიმე ტიპის მანიპულაციას გამორიცხავს.

„იმის მაგივრად, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ მოქალაქეებს გააცნოს პროგრამა, რის გაკეთებას აპირებენ, რა იციან ჩვენზე უკეთ და რა შეუძლიათ ჩვენზე უკეთ, დაკავებული არიან არჩევნების გაშავებით. რადიკალური ოპოზიციის დევიზი რჩება იგივე – სანამ არ გაიმარჯვებენ ყველა არჩევნები არის ყალბი. ამ არჩევნებში მაღალი შედეგის იმედი არ აქვთ, ამიტომ წინასწარ დაიწყეს თავისი ამომრჩევლის მოტყუების კამპანია“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ასევე იხილეთ