“ქართულმა ოცნებამ” ახალი ცენტრალური ოფისი გახსნა და ოფიციალურად დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია.
როგორც სიტყვით გამოსვლისას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, კამპანია 2024 წლის 26 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ ძლიერი გამარჯვებით დასრულდება.
„ძვირფასო მეგობრებო, 2012 წლიდან მოყოლებული ჩვენი ბრძენი ხალხის გვერდში დგომით ჩვენი ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ყველა არჩევნებში დამაჯერებლად გავიმარჯვეთ. მჯერა, ისევ ჩვენი ბრძენი ხალხის თანადგომით და ერთად ბრძოლით 26 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ აუცილებლად გაიმარჯვებს“, – განაცხადა მან.
ღონისძიებას ესწრება „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.