თბილისში შუქი გაითიშება – ნახეთ ქუჩების ჩამონათვალი
17 ივლისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს.
მთაწმინდის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ვეძინის, მესხის, თხინვალის, ცხემის, არსენას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, აბაკელიას, კოტეტიშვილის, ბესიკის, მიხაი ზიჩის, გრიბოედოვის, ჟორდანიას, ძმები ზუბალაშვილების, შევჩენკოს, ზურაბ ჟვანიას, მთაწმინდის და ყიფიანის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ფალიაშვილის და თაქთაქიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჟღენტის, კამალოვის, ენისელის, ზედაუბნის და კალიუჟინის ქუჩების მოსახლეობას.
,,კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებს თელასი.