ისრაელში აქციაზე, სადაც ულტრაორთოდოქსი სტუდენტები სამხედრო გაწვევას აპროტესტებდნენ, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

ისრაელში აქციაზე, სადაც ულტრაორთოდოქსი სტუდენტები სამხედრო გაწვევას აპროტესტებდნენ, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.

აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მათი სამხედრო გაწვევა მომავალი კვირიდან დაიწყება.

პოლიცია ცდილობდა, სტუდენტები გზიდან გადაეყვანა, რა დროსაც აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა.

ისრაელის უზენაესმა სასამართლომ დადგენილება რამდენიმე კვირის წინ მიიღო, რომლის მიხედვითაც, ულტრაორთოდოქსმა სტუდენტებმა სამხედრო სამსახური უნდა გაიარონ.

 

ასევე იხილეთ