ლევან ნიკოლეიშვილი: ბატონ მილერს საქართველოს მთავრობის კრიტიკისას ავიწყდება, რომ საუბრობს დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქეების უმრავლესობის მიერ დემოკრატიული გზით არჩეულ ხელისუფლებაზე – რა გზას აირჩევს უცხო ქვეყნის მთავრობა და მისი მოსახლეობა, ეს მათი სუვერენული უფლებაა

„ბატონმა მილერმა უნდა ახსნას განსაკუთრებით ბოლო დროს, კონკრეტულად თუ რაში გამოიხატება „ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერა“, სტრატეგიულ პარტნიორთან სამხედრო სწავლებების გაურკვეველი დროით გადადება-გაუქმებაში თუ იმ არასამთავრობო სექტორის გაუმჭვირვალე დაფინანსებაში, რომლებსაც საქართველოში არადემოკრატიული გზით, რევოლუციითა და გადატრიალებით ხელისუფლების დამხობა სურთ“, – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

ნიკოლეიშვილის თქმით,  მეთიუ მილერს საქართველოს მთავრობის კრიტიკისას ავიწყდება, რომ საუბრობს დამოუკიდებელი საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის მიერ დემოკრატიული გაზით არჩეულ ხელისუფლებაზე და რა გზას აირჩევს უცხო ქვეყნის მთავრობა და მისი მოსახლეობა ეს მათი კონსტიტუციური და სუვერენული უფლებაა.

„სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი თავის განცხადებებით კვლავ აგრძელებს სიცრუის ტირაჟირებას და შემდეგს აცხადებს, „ვაგრძელებთ ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას – საქართველოს მთავრობამ სხვაგან გადაუხვია და სხვა გზა აირჩია.“ როგორც ჩანს, ბატონ მილერს ტრადიციულად ვიღაც მოსყიდული და მიკერძოებულ ჟურნალისტი უსვამს კითხვას და მან არ იცის რა თქვას და ისევ არაერთხელ ნათქვამ სიყალბეს იმეორებს. ბატონმა მილერმა უნდა ახსნას განსაკუთრებით ბოლო დროს, კონკრეტულად თუ რაში გამოიხატება „ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერა“, სტრატეგიულ პარტნიორთან სამხედრო სწავლებების გაურკვეველი დროით გადადება-გაუქმებაში თუ იმ არასამთავრობო სექტორის გაუმჭვირვალე დაფინანსებაში, რომლებსაც საქართველოში არადემოკრატიული გზით, რევოლუციითა და გადატრიალებით ხელისუფლების დამხობა სურთ. რაც შეეხება მის მიერ საქართველოს მთავრობის კრიტიკას, რომელმაც მისი აზრით თურმე „სხვაგან გადაუხვია და სხვა გზა აირჩია,“ ბატონ მილერს ავიწყდება, რომ საუბრობს დამოუკიდებელი საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის მიერ დემოკრატიული გზით არჩეულ ხელისუფლებაზე, ხოლო რა გზას აირჩევს უცხო ქვეყნის მთავრობა და მისი მოსახლეობა ეს მათი კონსტიტუციური და სუვერენული უფლებაა, რის გაძლიერებას ამ ქვეყანაში მეთიუ მილერის ნაირი პოლიტიკოსების სხვა სახელმწიფოს საქმეებში ჩარევის უხეშმა მცდელობა უფრო ემსახურება. დიახ, ჩვენ გვინდა აშშ-სთან, ევროკავშირთან თუ ცალკეულ ქვეყნებთან თანასწორუფლებიანობის პრინციპზე დაფუძნებული მეგობრობაც და პარტნიორობაც, მაგრამ არავითარ შემთხვევაში შანტაჟის, ზეწოლის, კარნახისა და უხეში მითითებების გარეშე, ამისთვის კი ჩვენი ქვეყნის ნეიტრალური სტატუსი სწორედაც, რომ საუკეთესო გზად მიმაჩნია“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ასევე იხილეთ