ნინო ფოჩხუა: იმ დიდ ტყუილს, რასაც ოპოზიცია ჩინეთთან დაკავშირებით ავრცელებს, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელმა გამოსვლამ საბოლოოდ დაუსვა წერტილი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები როგორც დასავლეთთან, ასევე აღმოსავლეთთან
„იმ დიდ სისულელეს და ტყუილს, რასაც ოპოზიცია ჩინეთთან დაკავშირებით ავრცელებს, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელმა გამოსვლამ საბოლოოდ დაუსვა წერტილი. როგორ შეიძლება, ასეთი წარსულის მქონე ქვეყანამ, როგორიც არის საქართველო, უარყოს ევროპული გზა“, – ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავება არ არის აშშ-სთან და ევროკავშირთან თანამშრომლობის ალტერნატივა, პირიქით, ეს არის შემავსებელი ფაქტორი იმ საერთო თანამშრომლობისთვის, რომელიც მომდევნო წლებში უნდა გაღრმავდეს.
ექსპერტის თქმით, დღეს საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები როგორც დასავლეთთან, ისე აღმოსავლეთთან და არა ომი და ნგრევა, რასაც საზოგადოებას ოპოზიცია და მისი პატრონები სთავაზობენ.
„იმ დიდ სისულელეს და ტყუილს, რასაც ოპოზიცია ჩინეთთან დაკავშირებით ავრცელებს, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელმა გამოსვლამ საბოლოოდ დაუსვა წერტილი. როგორ შეიძლება, ასეთი წარსულის მქონე ქვეყანამ, როგორიც არის საქართველო, უარყოს ევროპული გზა. ჩინეთთან, ამ ლიდერ, ეკონომიკურად უძლიერეს ქვეყანასთან, სტრატეგიული ურთიერთობა არის დამატებითი ფაქტორი ჩვენი ევროპული მომავლის.
დღეს ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები როგორც დასავლეთთან, ასევე აღმოსავლეთთან და არა ომი და ნგრევა, როგორც ამას გვთავაზობს ოპოზიცია და მისი პატრონები. როგორც ივანიშვილმა თავის გამოსვლაში აღნიშნა და მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, გავა დრო, დარწმუნდება ყველა, საქართველომ მშვიდობის შენარჩუნებით და თავისი პოლიტიკით, არამარტო ქვეყნის, მათი საქმეც გააკეთა“, – წერს ფოჩხუა Facebook-ზე.