კასპში კოსტავას ქუჩაზე რკინაბეტონის საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაო მიმდინარეობს
ქალაქ კასპში კოსტავას ქუჩაზე რკინაბეტონის საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაო მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის მერიამ კედლის მოწყობა მოსახლეობის და ტრანსპორტის გადაადგილების უსაფრთხოების მიზნით დაიწყო.
მიმდინარე სამუშაო პროცესს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან აჩიკო გიგოლაშვილთან ერთად გაეცნო.
დამცავი კედლის მოწყობას შპს „მშენ +“ ახორციელებს, პროექტი კი მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.