რუსეთის ტყვეობიდან 95 უკრაინელი ჯარისკაცი გათავისუფლდა
რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 95 უკრაინელი ჯარისკაცი გათავისუფლდა, მათგან კი 13 „აზოვსტალის“ მცველია.
„ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი ხალხის სახლში დაბრუნებას. კიდევ 95 დამცველი გათავისუფლდა რუსული ტყვეობიდან“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ტყვეთა გაცვლა არაბთა გაერთიანებული საამიროების შუამავლობით მოხდა.
ტყვეების გაცვლაზე 95-დან 95-მდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც განაცხადა.
ტყვეების წინა გაცვლა ივნისში გაიმართა, რომელიც ასევე გაერთიანებული საამიროების დახმარებით წარიმართა.