გიორგი გამსახურდია: ივანიშვილის ხსენებამდე პირი გამოირეცხოს გახარიამ!

„ბოდიში საზოგადოებას, შეგვეშალა მართლა, ღორებს მარგალიტებს არ უყრიან და ეგ ამბავი გაგვეპარა. ამის, მარგველას, კვირიკას და სალომეს ვარიანტში”, – ამის შესახებ გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას სოციალურ პოსტს ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, „ირაკლი რუხაძე გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც ივანიშვილის დავალებით, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის ჩანაწერი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა”.

„გუშინ ვახსენებდი ამ ვაჟბატონს, თავადაც წამოყო თავი, თავისი სამარცხვინო გამონათქვამებით და მგონი მეც მოვახდინე მისი წახალისება. ბედის ირონიაა, ეს რომ ვინმეს თოჯინას დაუძახებს და ნამუსზე, სინდისზე და პრინციპზე ილაპარაკებს. ბოდიში საზოგადოებას, შეგვეშალა მართლა, ღორებს მარგალიტებს არ უყრიან და ეგ ამბავი გაგვეპარა. ამის, მარგველას, კვირიკას და სალომეს ვარიანტში.

P.S. სანამ ივანიშვილს ახსენებდეს ეს გარეწარი, ვურჩევდი, პირი საგულდაგულოდ გამოირეცხოს”, – წერს გიორგი გამსახურდია.

 

ასევე იხილეთ