„სლოვანი“ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს
გურამ კაშია და ბრატისლავის „სლოვანი“ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდნენ. სლოვაკეთის ჩემპიონი სტუმრად „სტრუგას“ დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა.
გურამ კაშია, რომელიც ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გუნდს 10 დღეში დაუბრუნდა, კვლავ „სლოვანის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.
ჩრდილომაკედნიურმა კლუბმა პირველი მატჩი 2:4 წააგო და მეტოქეს ამჯერადაც ვერაფერი მოუხერხა. ვლადიმირ ვაისმა ანგარიში მე-9 წუთზე გახსნა, 34-ე წუთზე რისტევსკიმ ავტოგოლი გაიტანა და სლოვაკები 2:0 დაწინაურდნენ. მეორე ტაიმში „სტრუგამ“ ერთი გოლი გაიტანა.
საბოლოოდ, „სლოვანმა“ ორი მატჩის ჯამში 6:3 (4:2, 2:1) მოიგო და ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა.