გოგა ხაინდრავა: საქართველოს წინააღმდეგ მიდის პოლიტიკური ტერორი და ხომ უნდა მიხვდეს ქართული საზოგადოება, ვის ემსახურებიან ეს მანქურთები – ვითომ ოპოზიციური ძალები
„სტეისი პლასკეტი, დემოკრატი კონგრესმენი პირდაპირ ეთერში მოუწოდებდა – ჩვენ უნდა ვესროლოთ და მოვკლათ დონალდ ტრამპიო. ეს რომ შეთქმულებაა, ამას საუბარი რად უნდა?!”, – ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, აბსოლუტურად ნათელია, რა ძალასთან შეიძლება გვქონდეს საქმე. მან ამ კონტექსტში საქართველოზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ პირდაპირ მიდის პოლიტიკური ტერორი.
„ეს არ არის მხოლოდ ჩვენი მოსაზრებები – სპეციალურად ამოვწერე: NBC NEWS – პოლიციამ საიდუმლო სამსახურს აცნობა, რომ საეჭვო ადამიანი, შეიარაღებული პირი მიტინგზე იმყოფება“. იქ აქციის ერთ-ერთი მონაწილე ამბობს, რომ პოლიცია გააფრთხილეს სახურავზე მყოფი თოფიანი კაცის შესახებ. ყველამ თუ იცოდა და არაფერი იღონეს… რატომ არ ჩამოიყვანეს ტრიბუნიდან? ტრამპი კონსერვატორია და იმ ლიბერალური ფაშიზმის მომსწრენი რომ ვართ, ამაზე ლაპარაკობს ილონ მასკიც: „ევროკომისიამ შემომთავაზა უკანონო გარიგება, რომ თუ ჩვენ ჩუმად ცენზურას დავადებთ სიტყვის თავისუფლებას, ისინი ჩვენ არ დაგვაჯარიმებენ“. შემდეგია ვენსი, რომელიც ტრამპმა ვიცე-პრეზიდენტად დაასახელა: „ეს არის ევროპა, რომელიც ბრიუსელიდან და ბერლინიდან ლიბერალურ იმპერიალისტურ შეხედულებებს ამკვიდრებს დანარჩენ კონტინენტზე“. ეს ყველაფერი ერთად რომ შევკრიბოთ, ხომ აბსოლუტურად ნათელი სურათია, რა ძალასთან გვაქვს საქმე. საქართველოს წინააღმდეგ მიდის პოლიტიკური ტერორი და ხომ უნდა მიხვდეს ქართული საზოგადოება, ვის ემსახურებიან ეს მანქურთები, ვითომ ოპოზიციური ძალები. მათ ფულს უხდიან იმაში, რასაც აკეთებენ, სხვანაირად წარმოუდგენელია, ადამიანმა თქვას, მირჩევნია ბომბები ცვიოდეს ჩვენს თავზე, ვიდრე ღირსება შეგველახოსო“, – განაცხადა ხაინდრავამ.