ესპანეთის პრემიერ-მინისტრი მედიის გამჭვირვალობის კანონს აინიცირებს
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა „დემოკრატიული რეგენერაციის” გეგმა წარადგინა, რომელიც, მისი თქმით, გააუმჯობესებს მედიის გამჭვირვალობას და მეტ ნათელს მოჰფენს მედიის დაფინანსებას.
სანჩესის ეს გეგმა უკვე დაგმო მემარჯვენე ცენტრის კონსერვატიულმა მემარჯვენე ოპოზიციამ (PP/EPP) და ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პრესის ცენზურის და კონტროლის მცდელობაში დაადანაშაულა – ინფორმაციას Euractiv ავრცელებს.
სანჩესმა პარლამენტს გუშინ განუცხადა, რომ დემოკრატიის სამოქმედო გეგმაზე მოლაპარაკება ყველა საპარლამენტო ჯგუფთან და მედიის წარმომადგენლებთან მოხდება. მისივე თქმით, ეს უზრუნველყოფს მედიის მეტ დამოუკიდებლობას და დაიცავს ესპანურ დემოკრატიას.
ამასთან, სანჩესის განცხადებით, შემოთავაზებული კანონმდებლობა შეესაბამება მედიის თავისუფლების რეგულაციას.
მედია უნდა იყოს თავისუფალი საკუთარი სარედაქციო დამოუკიდებლობით, მაგრამ მოქალაქეებს ასევე შეუძლიათ საკუთარი თავის დაცვა, თუ შეურაცხყოფენ ან ცილისწამებას აყენებენ – ამტკიცებს ესპანეთის პრემიერი.
სანჩესს მედია ცენზურაში ადანაშაულებს. საქმე აღძრა მანოს ლიმპიასმა (სუფთა ხელები), თვითგამოცხადებულმა პროფკავშირმა, რომელიც კავშირშია ესპანურ ულტრამემარჯვენეებთან. სანჩესის გეგმებზე საპასუხოდ, PP-ის ლიდერმა ის მედიის მიმართ მუქარაში და კონტროლის მცდელობაში დაადანაშაულა.
პრემიერ-მინისტრის მტკიცებით კი, მთავრობა აპირებს, შეაჩეროს ცრუ ინფორმაცია და კანონი გამიზნული იქნება მათზე, ვინც „ტყუილი მომგებიან ბიზნესად აქცია“.