გიორგი გაბიტაშვილი: ჩემი მთავარი პრიორიტეტები თაღლითობისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა იქნება

საქართველოს პროკურატურა იყო, არის და იქნება პოლიტიკურად ნეიტრალური უწყება, – ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გაბიტაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

გაბიტაშვილმა სამი პრიორიტეტი გამოყო, რომელზეც ის გენერალური პროკურორობის თანამდებობაზე აქტიურად იმუშავებს.

„მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს პარლამენტს გენერალურ პროკურორად ჩემი არჩევისთვის, მადლობას ვუხდი საპროკურორო საბჭოს ჩემი კანდიდატურის წარდგენისთვის. მადლობას ვუხდი პროკურატურის თითოეულ თანამშრომელს გამოხატული მხარდაჭერისთვის და მადლობას ვუხდი ირაკლი შოთაძეს, რომლის გენერალურ პროკურორად მუშაობის პერიოდში უწყებაში არაერთი რეფორმა განხორციელდა. ჩემი მთავარი პრიორიტეტები თაღლითობისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა იქნება; იმ ელექტრონული სისტემების ერთმანეთთან დაკავშირება, რაც მოქმედებს როგორც პროკურატურაში, ასევე სასამართლო სისტემაში, რაც საქმის წარმოების პროცესს გაამარტივეს და დიდ დროსა და მატერიალურ რესურსს დაზოგავს. ჩემი მესამე პრიორიტეტია დაზარალებულთა კომუნიკაციის სტრატეგიის დოკუმენტის შექმნა. საქართველოს პროკურატურა იყო, არის და იქნება პოლიტიკურად ნეიტრალური უწყება“, – განაცხადა გაბიტაშვილმა.

ასევე იხილეთ