ორსულობის დროს არასასურველი თმის მოცილება იკრძალება ლაზერული და ელექტრო ეპილაციით

ორსულობის დროს არასასურველი თმის მოცილება იკრძალება ლაზერული და ელექტრო ეპილაციით. ორსულებისთვის საუკეთესო ვარიანტია ბიო და შაქრით ეპილაცია. ბიო ეპილაცია – ეს არის მექანიკური საშუალება ე.წ. ფხრიწი, რომელიც კეთდება ზედაპირულად. მას ბოლქვიანად ამოაქვს თმა. არის სრულიად უსაფრთხო, რადგან შეიცავს ბუნებრივ კომპონენტებს.

შაქრით ეპილაციის შემთხვევაში გამოიყენება მხოლოდ შაქარი და წყალი. ასევე ძალიან უსაფრთხო და კომფორტულია ვაქსით ეპილაცია. არის ანტიალერგიული და უსაფრთხო როგორც დედისთვის, ისე ბავშვისთვის. არსებობს სხვადასხვა ტიპის ვაქსი, ვარდის, ალოეს სხვადასხვა მცენარის ექსტრაქტით. სახის ზონებზე ცოტა უფრო მსუბუქი ფენები გამოიყენება, ტანის ზონებისთვის კი უფრო ძლიერი. მისი მექანიზმიც ფხრიწის მეთოდია.

მათი გამოყენება სახის და ტანის ნებისმიერ ზონაზე დასაშვებია. ეფექტი 1 თვემდე გრძელდება. ხშირად ორსულები თვითნებურად, საკუთარი ძალებით იკეთებენ ამ პროცედურებს, ხშირია თმის ჩაბრუნების შემთხვევები, რომელიც არც ისე იოლად მოსაგვარებელი პრობლემაა. ამიტომ ვურჩევთ ორსულებს, სახლის პირობებში ნუ ჩაიტარებენ მსგავს პროცედურებს.

ორსულმა, რომელიც იკეთებდა ლაზერულ ეპილაციას, როგორ უნდა გააგრძელოს ჭარბთმიანობასთან ბრძოლა ორსულობის პერიოდში?

კარგი საშუალება ამ შემთვევაში შაქრით ან ვაქსით ეპილაციაა. ლაქტაციის დასრულების შემდეგ ქალს შეუძლია გააგრძელოს ეპილაცია ლაზერით, თუმცა ორსულობის პერიოდში ეს დაუშვებელია. ბუნებრივი მეთოდებით ეპილაცია არასასურველი თმის გამრავლებას ხელს უშლის, რაც არ ხდება პარსვის შემთხვევაში. თუ ორსული საპარს საშუალებას ხმარობს, ორსულობის შემდეგ უფრო გაუძნელდება ჭარბთმიანობასთან ბრძლა.

ორსულობის დროს გაორმაგებული ყურადღებით და პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ფრჩხილების მოვლის საკითხს. თუ თქვენ გადაწყვეტთ ფრჩხილების გაკეთებას, აუცილებლად უნა მიაქციოთ ყურადღება სტერილიზაციას. სამუშაო ინსტრუმენტები უნდა ექვემდებარებოდეს სტაციონარულ სტერილიზაციას ავტოკლავში. ეს არის 100% დაცვა თქვენთვის და თქვენი შვილისთვის.

ვინაიდან ლაქი შეიცავს ქიმიურ ნივთიერებებს, მისი გამოყენება სასურველი არ არის, თუმცა კარგი ხარისხის და კარგი ბრენდის ლაქი თავისუფლად გამოიყენება ორსულებში. ჩვენ ორსულებს ვურჩევთ დაასვენონ ფრჩხილები და წაისვან სამკურნალო კალციუმი.

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ქალმა აუცილებლად უნდა მიაქციოს ყურადღება სახის კანს. ხშირია ამ დროს გამონაყარი, პატარა ლაქები და სხვა პრობლემები. მათი მოგვარება დღეს სირთულეს არ წარმოადგენს. ორსულებისთვის პროცედურები კეთდება სპეციალური საცხებით, რომლებიც ძირითადად წყალმცენარეებით მზადდება.

​წარმატებით გამოიყენება ასევე მწვანე თიხის ნიღაბი, დამატენიანებელი ნიღაბი, რომელიც შეიცავს ჟანგაბადს და აქვს რეგენერაციის უნარი. სახის მსუბუქი პილინგი და მასაჟი საუკეთესო რელაქსაციაა ორსულისთვის. აუცილებელია რომ ყველა გამოყენებული საცხი და ნიღაბი იყოს ნატურალური და უსაფრთხო.

https://www.imediclinic.com/tema/2015596?fbclid=IwY2xjawEF7H1leHRuA2FlbQIxMAABHbUl5me_EmKSzUv-2xSGny3cA-s9mMDTGunhYIHbh0Nv1eZYHReEU7cAUQ_aem_6Xg1XwCzz6LbVENPViLO1A

ასევე იხილეთ