“მენტალური პროვინციალიზმი ნაცჟურნალისტების “სავიზიტო ბარათია” – თურმე დიდ ბრიტანეთში მიმდინარე სამიტზე, პრემიერი კობახიძე კოლექტიური ფოტოს გადაღებისას მესამე რიგში დააყენეს და “დაჩაგრეს”. ანუ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გვერდით იმავე რიგში მყოფი ევროპელი ლიდერები რომ დგანანან, ისინიც “დააკნინეს?”, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
როგორც ანალიტიკოსი წერს, პროტოკოლურ საკითხებზე ხმას ნუ იღებენ ის ნაცსექტანტები, რომლებიც გეოგრაფიაში და ევროპული ინსტუტუტების გარჩევაში წლებია “ოროსნები” არიან.
“მენტალური პროვინციალიზმი ნაცჟურნალისტების “სავიზიტო ბარათია” – თურმე დიდ ბრიტანეთში მიმდინარე სამიტზე, პრემიერი კობახიძე კოლექტიური ფოტოს გადაღებისას მესამე რიგში დააყენეს და “დაჩაგრეს”. ანუ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გვერდით იმავე რიგში მყოფი ევროპელი ლიდერები რომ დგანანან, ისინიც “დააკნინეს”? სამიტზე უკრაინაში ომის საკითხია ერთ-ერთი მთავარი და მაინც და მიანც მეორე ფრონტი უნდა გახსნას საქართველომ, წინა რიგში რომ დააყენონ ჩვენი პრემიერი? პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გვერდით იჯდა, ხოლო მოლდოვის პრეზიდენტი სანდუ – პრემიერი ორბანის. პროტოკოლურ საკითხებზე ხმას ნუ იღებენ ის ნაცსექტანტები, რომლებიც გეოგრაფიაში და ევროპული ინსტუტუტების გარჩევაში წლებია “ოროსნები” არიან”, – წერს გია აბაშიძე.