ტრამპი მისი მკვლელობის მცდელობაზე: უფალი ჩემთან იყო – კიდევ უფრო ვაფასებ ღმერთს

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და „რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი მკვლელობის მცდელობის შემდეგ, მას ახალი შეხედულება აქვს ცხოვრებაზე.

„თქვენ მკითხავთ: როგორ მოხდა ეს? მაგრამ გამიმართლა. უფალი ჩემთან იყო“, – აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.

„ის, რაც მოხდა, საშინელი იყო. მრავალი თვალსაზრისით, ეს ცვლის თქვენს დამოკიდებულებას, თქვენს შეხედულებას ცხოვრებაზე. კიდევ უფრო აფასებ ღმერთს. ჩემს შემთხვევაში ეს ნამდვილად ასეა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) აცხადებს, რომ სროლა, რომელიც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიტინგზე მოხდა, ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა იყო.

აშშ-ის სენატის შიდა უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, გარი პიტერსმა განაცხადა, რომ კომიტეტი იწყებს ორპარტიულ გამოძიებას ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის შესახებ.

ასევე იხილეთ