შალვა პაპუაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს არ მოქმედებდა ქართველი ხალხის ინტერესით. გარედან ეტყოდნენ – წადი და დახვდი რუსს საზღვარზე, ღვინო აჩუქე, ეს განცხადება გააკეთეო, ამას აკეთებდნენ

„ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს არ მოქმედებდა ქართველი ხალხის ინტერესით. გარედან ეტყოდნენ – წადი და დახვდი რუსს საზღვარზე, ღვინო აჩუქე, ეს განცხადება გააკეთეო, ამას აკეთებდნენ”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგია სრულად არის ჩამოყალიბებული იმაზე, თუ რა კონიუნქტურა მოდის გარედან – რა ნიავიც უბერავს, ამ ნიავს უნდა მიჰყვნენ. სხვას არაფერს მათთვის მნიშვნელობა არ აქვს. ასე იყვნენ, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში 2012 წლამდე და ამიტომაც შეგვიყვანეს ყველანაირ ხაფანგში, რომელიც კი დაგებული იყო. არ მოქმედებდნენ ქართველი ხალხის ინტერესით. ეტყოდნენ – წადი და დახვდი რუსს საზღვარზე, ღვინო აჩუქე, ეს განცხადება გააკეთეო, ამას აკეთებდნენ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

წამყვანი დაინტერესდა, ვინ აძლევდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას მითითებებს.

„ვინ ეუბნებოდა და ის, ვინც უთხრა მათ, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთისთვის ის ერთადერთი ბერკეტი მიეცათ, რაც გვქონდა რუსეთთან სალაპარაკოდ. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებ – ეს ბერკეტი პირდაპირ აჩუქეს. ვის უნდა ეთქვა ახლა, ვისაც ამის ძალა და შესაძლებლობა ჰქონდა – ვინც მიხეილ სააკაშვილს უთხრა, რომ სააკაშვილს, რომელმაც არჩევნები წააგო და არ აღიარებდა ამას, ორი სენატორის სიტყვა დასჭირდა და უცებ გადათქვა საქართველოს პრეზიდენტმა თავისი სიტყვები. ასეთი დამოკიდებულება ჰქონდათ სხვების მიმართ და არა ქართველი ხალხის ინტერესით, არამედ უცხო ძალების ინტერესით მოქმედებდნენ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ასევე იხილეთ