ლევან ნიკოლეიშვილი: საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების კეთილსინდისიერება მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როცა ოპოზიცია, მათი მოკავშირე არასამთავრობო ორგანიზაციები და დე ფაქტო პრეზიდენტი არჩევნების შემდეგ სხვადასხვა დესტრუქციული სცენარის ამუშავებაზე ფიქრობენ

„კარგია, როცა ხელისუფლება სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტების წარმომადგენლებს ხვდება, თუნდაც ინფორმაციის გაცვლის თვალსაზრისით“, – წერს  „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი, ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მოსაზრება და კეთილსინდისიერება მნიშვნელოვანია იმ ფონზე, რომ არჩევნების შემდეგ, რადიკალური ოპოზიცია არეულობის მოწყობას განიხილავს.

„კარგია, როცა ხელისუფლება სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტების წარმომადგენლებს ხვდება, თუნდაც ინფორმაციის გაცვლის თვალსაზრისით. ყოველ შემთხვევაში, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების სიტყვა და კეთილსინდისიერება მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როცა ოპოზიცია, მათი მოკავშირე არასამთავრობო ორგანიზაციები და დე ფაქტო პრეზიდენტი არჩევნების შემდეგ „გაყალბდა“-ს გამო არეულობას და სხვადასხვა დესტრუქციული სცენარის ამუშავებაზე ფიქრობენ. თუმც,ა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ყველას, ვისაც შეცდომა დაუშვია საქართველოსთან ურთიერთობაში, ერთ-ერთი მიზეზით, ჩვენი ხასიათზე და მენტალიტეტზე არასწორი წარმოდგენა ჰქონიათ. არჩევნების ბედს ამ ქვეყანაში წყვეტს მისი უდიდებულესობა საქართველოს მოქალაქეები, შესაბამისად, ნებისმიერი შანტაჟის ფორმა – რომ ეს არ არის ევროპული ღირებულები და რაღაცით ჩვენ დავშორდებით ან ევროკავშირს, ან ნატო-ს, უკვე ძალიან იაფფასიანი პროვოკაცია გახლავთ. ჩვენი ამომრჩეველი აირჩევს იმ პარტიას და იმ ხალხს, რომელიც მისთვის და მისი ქვეყნისთვის მისაღებია. ისე, ამ არჩევნების დროს პლებისციტიც რომ ტარდებოდეს ერთი მარტივი შეკითხვით – მისაღებია თუ არა ჩვენთვის ნეიტრალური სახელმწიფოს მოდელი, დარწმუნებული ვარ, უამრავი ადამიანი გასცემდა დადებით პასუხს, თუნდაც იმიტომ, რომ ხალხი უბრალოდ დაიღალა ევროატლანტიკური დაპირებების მძევლობითა და მათი მხრიდან უამრავი შანტაჟით“, – წერს ნიკოლეიშვილი.

ასევე იხილეთ