რომის პაპი: სპორტს აქვს დიდი სოციალური ძალა, სხვადასხვა კულტურის ადამიანების მშვიდობიანად გაერთიანების უნარი

რომის პაპი ფრანცისკე იმედს გამოთქვამს, რომ პარიზის ოლიმპიადა მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტებში ზავის შესაძლებლობას შექმნის. ამის შესახებ ფრანცისკემ საკვირაო მიმართვისას განაცხადა.

„ამ კვირაში ჩვენ ვიხილავთ პარიზში ოლიმპმიური თამაშების დაწყებას, რომელსაც მოჰყვება პარალიმპური თამაშები. სპორტს აქვს დიდი სოციალური ძალა, სხვადასხვა კულტურის ადამიანების მშვიდობიანად გაერთიანების უნარი. ვიმედოვნებ, რომ ეს ღონისძიება შეძლებს, იყოს ინკლუზიური მსოფლიოს ნიშანი, რომლის აშენებაც ჩვენ გვინდა და რომ სპორტსმენები იქნებიან მშვიდობის მაცნეები, კარგი მაგალითები, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის. ანტიკური ტრადიციის თანახმად, დაე, ოლიმპიადა იყოს ომებში ზავის გამოცხადების შესაძლებლობა, რომელიც აჩვენებს მშვიდობის გულწრფელ სურვილს“, – განაცხადა პაპმა.

პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია 26 ივლისს გაიმართება. ღონისძიებას 10 500-მდე სპორტსმენი და 100-ზე მეტი ქვეყნის და მთავრობის მეთაური დაესწრება.

 

 

ასევე იხილეთ