ზელენსკის განცხადებით, უკრაინაში ომის ცხელი ეტაპი, შესაძლოა, მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდეს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ BBC-სთან ინტერვიუში თქვა, რომ ომის ცხელი ფაზა, შესაძლოა, მიმდინარე წლის ბოლომდე ოკუპირებული ტერიტორიების ძალის გამოყენებით დაბრუნების გარეშე დასრულდეს.

ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა ამზადებს საპასუხო გეგმას, რომელსაც შესთავაზებს რუსეთს.

„ᲗᲣ ᲕᲘᲥᲜᲔᲑᲘᲗ ᲔᲠᲗᲘᲐᲜᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲛᲘᲕᲧᲕᲔᲑᲘᲗ, ᲛᲐᲒᲐᲚᲘᲗᲐᲓ, ᲡᲐᲛᲨᲕᲘᲓᲝᲑᲝ ᲡᲐᲛᲘᲢᲘᲡ ᲤᲝᲠᲛᲐᲢᲡ, ᲨᲔᲒᲕᲘᲫᲚᲘᲐ ᲓᲐᲕᲐᲡᲠᲣᲚᲝᲗ ᲝᲛᲘᲡ ᲪᲮᲔᲚᲘ ᲔᲢᲐᲞᲘ, ᲨᲔᲒᲕᲘᲫᲚᲘᲐ ᲕᲔᲪᲐᲓᲝᲗ, ᲠᲝᲛ ᲔᲡ ᲛᲝᲮᲓᲔᲡ ᲐᲛ ᲬᲚᲘᲡ ᲑᲝᲚᲝᲛᲓᲔ. ᲒᲔᲒᲛᲐ ᲜᲔᲑᲘᲡᲛᲘᲔᲠ ᲨᲔᲛᲗᲮᲕᲔᲕᲐᲨᲘ ᲛᲖᲐᲓ ᲘᲥᲜᲔᲑᲐ, ᲛᲐᲒᲠᲐᲛ ᲘᲡ ᲣᲜᲓᲐ ᲘᲧᲝᲡ ᲒᲐᲔᲠᲗᲘᲐᲜᲔᲑᲣᲚᲘ ᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲔᲑᲗᲐᲜ, ᲠᲐᲗᲐ ᲐᲠᲐᲕᲘᲜ ᲘᲗᲐᲛᲐᲨᲝᲡ ᲝᲛᲘᲡ ᲓᲐᲡᲠᲣᲚᲔᲑᲐᲖᲔ ᲗᲐᲕᲘᲡᲘ ᲘᲜᲘᲪᲘᲐᲢᲘᲕᲔᲑᲘᲗ ᲓᲐ ᲨᲔᲛᲓᲔᲒ ᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲔᲑᲖᲔ ᲘᲥᲜᲔᲑᲐ ᲓᲐᲛᲝᲙᲘᲓᲔᲑᲣᲚᲘ, ᲠᲝᲛᲚᲔᲑᲘᲪ ᲒᲐᲜᲐᲮᲝᲠᲪᲘᲔᲚᲔᲑᲔᲜ ᲖᲔᲬᲝᲚᲐᲡ ᲠᲣᲡᲔᲗᲖᲔ“, – ᲒᲐᲜᲐᲪᲮᲐᲓᲐ ᲖᲔᲚᲔᲜᲡᲙᲘᲛ. 

მისივე თქმით, ომის დასრულება არ ნიშნავს ყველა ტერიტორიის ძალის გამოყენებით დაბრუნებას.

„ᲐᲛᲐᲡ, ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲝᲐ, ᲓᲘᲞᲚᲝᲛᲐᲢᲘᲘᲡ ᲫᲐᲚᲐᲛ ᲨᲔᲣᲬᲧᲝᲡ ᲮᲔᲚᲘ, ᲛᲐᲒᲠᲐᲛ ᲣᲙᲠᲐᲘᲜᲐ ᲑᲠᲫᲝᲚᲘᲡ ᲕᲔᲚᲖᲔ ᲛᲐᲘᲜᲪ ᲫᲚᲘᲔᲠᲘ ᲣᲜᲓᲐ ᲘᲧᲝᲡ“, – ᲐᲛᲑᲝᲑᲡ ᲖᲔᲚᲔᲜᲡᲙᲘ. 

გარდა ამისა, ზელენსკიმ უშუალოდ კრემლის ლიდერთანაც უშუალო მოლაპარაკება არ გამორიცხა.

ასევე იხილეთ