გიორგი ქვილითაიამ „არისში“ არაოფიციალური დებიუტი ინგლისურ „ჰადერსფილდთან“ გოლით აღნიშნა
გიორგი ქვილითაიას არაოფიციალური დებიუტი „არისში“ ავსტრიულ შეკრებაზე, ინგლისურ „ჰადერსფილდთან“ ამხანაგურ შეხვედრაში შედგა. ქართველმა თავდამსხმელმა პირველივე მატჩში გოლი გაიტანა.
საკონტროლო მატჩში გიორგი ქვილითაია სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე მეორე ტაიმის დასაწყისში შევიდა.
ქართველმა თავდამსხმელმა გოლის გატანა სწრაფად მოახერხა. 62-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 2:2 იყო, ქვილითაიამ „ჰადერსფილდის“ კარი აიღო და გუნდი დააწინაურა. საბოლოოდ, „არისმა“ 4:2 მოიგო.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გასულ სეზონში აპოელ-ის რიგებში კვიპროსის ჩემპიონი გახდა და წლის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, მიმდინარე ზაფხულში კი „არისში“ გადავიდა.