გურამ მაჭარაშვილი: ჩვენ გვაქვს მშვიდობის, კეთილდღეობის, ღირსების შენარჩუნების დღის წესრიგი
“26 ოქტომბერი არის პირდაპირი რეფერენდუმი. რატომ? იმიტომ, რომ საჯაროდ აქვს გაცხადებული ოპოზიციას თავისი დღის წესრიგი”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„მეორე მხრივ, ჩვენ გვაქვს მშვიდობის, კეთილდღეობის, ღირსების შენარჩუნების დღის წესრიგი. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, არჩევანი ძალიან მარტივად გასაკეთებელი იქნება“, – მიიჩნევს მაჭარაშვილი.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს გაიმართება.