დუშეთის შშმ პირთა პანსიონატში, საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, დუშეთის შშმ პირთა პანსიონატში, საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა პანსიონატში მცხოვრებ შშმ პირებსა და თანამშრომლებს საპარლამენტო არჩევნებისთვის დაგეგმილი სიახლეების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ირინე წაქაძის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაცია ორიენტირებულია, რომ უზრუნველყოს ყველა ამომრჩევლისთვის თანაბარი პირობების და შესაფერისი საარჩევნო გარემოს შექმნა.

შშმ პირებმა, თანამშრომლებთან ერთად, იმიტირებულ კენჭისყრაშიც მიიღეს მონაწილეობა, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ჩაატარეს. კერძოდ, ბენეფიციარებმა პრაქტიკაში გამოსცადეს ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების – ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატების მუშაობა.

ასევე იხილეთ