ჯო ბაიდენი კამალა ჰარისს: გიყურებ, შვილო და მიყვარხარ
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, კამალა ჰარისს დემოკრატების ოფისში, კამპანიის ფარგლებში შეხვედრისას ჯო ბაიდენმა დაურეკა.
„ძალიან სასიამოვნოა ჩვენი პრეზიდენტის ხმის გაგონება, გვიყვარხარ. ისინი ნამდვილად ჩემი ოჯახი არიან“, – აღნიშნა ჰარისმა ბაიდენთან სატელეფონო საუბრისას.
ბაიდენმა საპასუხოდ ჰარისს მიმართა:
„ეს ორმხრივია. გიყურებ, შვილო, გიყურებ და მიყვარხარ“, – უპასუხა ჯო ბაიდენმა.