ედიშერ გვენეტაძე გიორგი ვაშაძეზე: აი ეს არის ამ ცრუპენტელა-ტროცკისტ-უსამშობლოს ნამდვილი სახე, რომელიც ახლო წარსულში ყოველ წამს იძახდა, ჩაკეტეთ საზღვრები რუსეთთან, დაუპირისპირდით რუს ტურისტებს, ხმა არ გასცეთ, ამ დროს კი რუსი ტურისტები ოჯახში მდგმურებად ჰყავდა და ჯიბეებს ისქელებდა
„აი, ეს არის ამ ცრუპენტელა-ტროცკისტ-უსამშობლოს ნამდვილი სახე, რომელიც ახლო წარსულში ყოველ წამს იძახდა, ჩაკეტეთ საზღვრები რუსეთთან, დაუპირისპირდით რუს ტურისტებს, ხმა არ გასცეთ… ამ დროს კი რუსი ტურისტები ოჯახში მდგმურებად ჰყავდა და ჯიბეებს ისქელებდა!” – ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე „ერთიანობის“ ერთ-ერთი ლიდერის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომელიც ამბობს, რომ არასდროს იყო სანქციების დაწესების მომხრე.
გვენეტაძე აღნიშნავს, რომ გიორგი ვაშაძე აპროტესტებდა რუსეთთან ავიაფრენების აღდგენას და ახლა კი უსირცხვილოდ იძახის – მე როდის ვიყავი სანქციების დაწესების მომხრეო.
„აი ეს არის ამ ცრუპენტელა-ტროცკისტ-უსამშობლოს ნამდვილი სახე, რომელიც ახლო წარსულში ყოველ წამს იძახდა, ჩაკეტეთ საზღვრები რუსეთთან. დაუპირისპირდით რუს ტურისტებს, ხმა არ გასცეთ… ამ დროს კი რუსი ტურისტები ოჯახში მდგმურებად ჰყავდა და ჯიბეებს ისქელებდა!
ეს არის სახე იმ შუბლძარღვგაწყვეტილის, რომელიც ხმის ჩახლეჩამდე ყვიროდა, რატომ აღდგა ავიაფრენები რუსეთთანო!
ეს არის სახე იმ კოლაბორაციონისტის, რომელიც აშშ-დან ჩამოსვლის შემდეგ ბღაოდა. ვაშინგტონში გადაწყვეტილია, საქართველოში ხელისუფლება უნდა შეიცვალოსო!
ეს სამშობლოს სიყვარულზე აცრილი დარბოდა ბრიუსელის დერეფნებში, უსაფრდებოდა ტუალეტებთან ევროდეპუტატებს და მუხლებდაჩოქილი სთხოვდა, არ მისცეთ საქართველოს კანდიდატის სტატუსიო!
ეს უსამშობლო ხაოდა, საქართველოდან სანქცირებული საქონელი გადის რუსეთშიო!
ეს კლასიკური ტიპის ყორღანაშვილი ყიოდა, დაუწესეთ საქართველოს სანქციები!
ახლა კი უსირცხვილოდ იძახის, ეგ შუბლისძარღვის გარეშე დაბადებული – „მე როდის ვიყავი სანქციების დაწესების მომხრეო!”
რას ვიზამთ, ასეთია უსამშობლო, ყორღანაშვილ-ბერბიჭაშვილ-ნეოტროცკისტ ჭიჭიკო ვაშაძის საშინელი ხვედრი!“ – წერს გვენეტაძე.