ჯოზეფ ბორელი: დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტ ზელენსკის სურვილია, განაგრძოს წინსვლა სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ უკრაინის მეორე სამშვიდობო სამიტში რუსეთმაც უნდა მიიღოს მონაწილეობა, თუმცა არა – რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პირობებით.

„დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტ ზელენსკის სურვილია, განაგრძოს წინსვლა სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით და გამართოს კიდევ ერთი კონფერენცია, სადაც რუსეთის დასწრება, რა თქმა უნდა, რეალურია. შემდეგი ნაბიჯები საჭიროებს რუსეთის ჩართულობას. ნახეთ, რა თქვა პუტინმა პრემიერ-მინისტრ ორბანის მოსკოვში ვიზიტის დროს. ეს პუტინის წინაპირობებია. უნდა გვქონდეს დიპლომატიური გზით მშვიდობის მიღწევის იმედი, თუმცა არა – პუტინის პირობებით“, – განაცხადა ბორელმა.

 

ასევე იხილეთ