ტრამპი საიდუმლო სამსახურის დირექტორის გადადგომაზე: არასდროს მოუცია ჩემთვის სათანადო დაცვა, საბოლოოდ კი დემოკრატიისთვის ტყვია მივიღე

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და „რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი, დონალდ ტრამპი საიდუმლო სამსახურის დირექტორის, კიმბერლი ჩიტლისა თანამდებობიდან გადადგომას ეხმაურება.

„არასდროს მოუცია ჩემთვის სათანადო დაცვა, საბოლოოდ კი დემოკრატიისთვის ტყვია მივიღე“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

კიმბერლი ჩიტლიმ დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის საქმეზე კონგრესში სიტყვით გამოსვლისას ორშაბათს განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა საიდუმლო სამსახურის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩავარდნა იყო ათწლეულების განმავლობაში.

დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა 13 ივლისს, პენსილვანიაში, ქალაქ ბატლერში მოხდა. ტრამპს რამდენჯერმე ესროლეს, ერთი ტყვია პოლიტიკოსს ყურში მოხვდა.

თავდასხმის შედეგად დაიღუპა მიტინგის ერთი მონაწილე, ორი კი დაიჭრა. 20 წლის ტომას მეთიუ კრუქსი, რომელმაც ტრამპს ესროლა, აშშ-ის საიდუმლო სამსახურის სნაიპერმა მოკლა.

ასევე იხილეთ