ექიმის განცხადებით, „კოვიდ-19“-ზე ჯო ბაიდენის სწრაფი ტესტის პასუხი უარყოფითია

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ექიმის, კევინ ო’კონორის განცხადებით, პრეზიდენტს „კოვიდ-19“-ზე ჩატარებულ სწრაფ ტესტზე უარყოფითი მაჩვენებელი დაუფიქსირდა და სიმპტომებიც აღარ აღენიშნება.

ო’კონორის თქმით, ინფიცირების დროს ბაიდენს არ ჰქონდა მაღალი ტემპერატურა და მისი სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმის ფარგლებს არ სცილდებოდა.

„პრეზიდენტს სიმპტომები აღარ აღენიშნება. ინფიცირებისას მას არ ჰქონდა სიცხე, მისი სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმაში იყო, მათ შორის პულსოქსიმეტრია. მისი ფილტვები სუფთაა“, – აღნიშნულია ჯო ბაიდენის ექიმის განცხადებაში.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს „კოვიდ-19“ გასულ კვირას დაუდასტურდა. თეთრი სახლის პრესმდივნის, კარინ ჟან-პიერის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი ვაქცინირებულია და მას ბუსტერდოზაც გაკეთებული აქვს. ამასთან, ჟან-პიერმა აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენს „კოვიდ-19“ ორჯერ აქვს გადატანილი.

ასევე იხილეთ