რუსებმა ხარკოვი დაბომბეს – არის მსხვერპლი
რუსებმა ხარკოვი დაბომბეს, არის მსხვერპლი, ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე ოლეგ სინეგუბოვზე და ხარკოვის მერზე იგორ ტერეხოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
იგორ ტერეხოვის ცნობით, რუსებმა ხარკოვის ერთ-ერთი რაიონის ინდუსტრიულ ზონას S-300 რაკეტებით დაარტყეს, რის შედეგადაც, ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ხოლო ოლეგ სინეგუბოვის გაცხადებით, რუსების მიერ დილით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა.
შემთხვევის ადგილზე შესაბამისი საგანგებო სამსახურების სპეციალისტები მუშაობენ.