ფეხბურთის ისტორიაში პირველი კლუბი, რომლის შემოსავალმაც სეზონში ერთ მილიარდ ევროს გადააჭარბა
2023/24 წლის სეზონში მადრიდის „რეალის“ შემოსავალმა ერთ მილიარდ ევროს გადააჭარბა, – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
შემოსავალში არაა ნაგულისხმევი ფეხბურთელების გაყიდვიდან მიღებული თანხა. საერთო ჯამში, „რეალმა“ 1.074 მილიარდი ევრო გამოიმუშავა და ეს თანხა ხარჯს 16 მილიონი ევროთი აღემატება. ასევე, 2022/23 წლის სეზონთან შედარებით, შემოსავალი 27%-ითაა გაზრდილი.
მილიარდ ევროზე მეტი შემოსავალი ერთი სეზონის განმავლობაში ფეხბურთის ისტორიაში ჯერ არცერთ კლუბს არ ჰქონია და „რეალი“ ამ მხრივ პირველია.
2024 წელს „სამეფო კლუბმა“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა, ესპანეთის ჩემპიონატი და ესპანეთის სუპერთასი მოიგო.