ირაკლი ლატარია: ნაცები არიან საქართველოს მტრები და არანაკლებნი არიან ზელენსკის მიმდევარნი, რომლებიც აქედან გაქცეულებს უკრაინაში აძლევენ ხელშეუხებლობას, ნიშნავენ თანამდებობებზე და ამზადებინებენ ყველაფერს, რათა შემდეგ საქართველოში მოაწყონ მკვლელობები, არეულობები და ა.შ.

„სუს-ის განცხადებას მოვუსმინე და არა რა, უკრაინის დღევანდელი ხელისუფლებაში რომ საქართველოს მტრობენ, ასეთი მტრობა მართლა არ მახსოვს არასოდეს”, – ასე ეხმიანება ექსპერტი ირაკლი ლატარია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ სუსი იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს.

ლატარიას თქმით, ნაცები არიან საქართველოს მტრები და არანაკლებნი არიან ზელენსკის მიმდევარნი, რომლებიც აქედან გაქცეულებს უკრაინაში აძლევენ ხელშეუხებლობას, ნიშნავენ თანამდებობებზე და ამზადებინებენ ყველაფერს, რათა შემდეგ საქართველოში მოაწყონ მკვლელობები, არეულობები და ა.შ.

„სუს-ის განცხადებას მოვუსმინე და არა რა, უკრაინის დღევანდელი ხელისუფლებაში რომ საქართველოს მტრობენ, ასეთი მტრობა მართლა არ მახსოვს არასოდეს. ნაცები ხომ არიან და არიან ჩემი ქვეყნის მტრები და ქართველთმოძულენი? და არანაკლებნი არიან ზელენსკის მიმდევარნი… წარმოგიდგენიათ, რა ხდება? აქედან გაქცეულებს უკრაინაში აძლევენ ხელშეუხებლობას, ნიშნავენ თანამდებობებზე და ამზადებინებენ ყველაფერს, რათა შემდეგ საქართველოში მოაწყონ მკვლელობები, არეულობები…

ყველა მათგანი ცალ ცალკე უნდა ჩამოათრიონ აქეთ და სამუდამო პატიმრობა უნდა მიუსაჯოს ქართულმა სასამართლომ…

ეს მანიაკები ესენი.. სამშობლოს მტრები და ქვეყნის მოღალატეები“, – წერს ირაკლი ლატარია.

ასევე იხილეთ