ედიშერ გვენეტაძე: აუცილებელია, საქართველოს სახელმწიფომ მიმართოს ყველა პოლიტიკურ-სამართლებრივ ღონისძიებას, რათა საქართველოში ყურით იქნან ჩამოთრეულნი ხელისუფლებაში ცხრა წლის მანძილზე მყოფი კრიმინალები

„აუცილებელზე აუცილებელია, საქართველოს სახელმწიფომ მიმართოს ყველა პოლიტიკურ-სამართლებრივ ღონისძიებას, რათა საქართველოში ყურით იქნან ჩამოთრეულნი ხელისუფლებაში ცხრა წლის მანძილზე მყოფი ის კრიმინალები, რომლებიც წლებია, გაქცეულნი და შეფარებულნი არიან უკრაინაში ზელენსკის სახელისუფლებო ხროვის მიერ!” – ასე ეხმიანება ედიშერ გვენეტაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ სუსი იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს.

გვენეტაძის თქმით, დროა, უპირობოდ დასრულდეს ზემოთ ხსენებული პირების ავი ზრახვებისადმი მოთმინებით ყურება და ყველა დამნაშავემ კანონის მთელი სიმკაცრით აგოს პასუხი ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის წინაშე.

„აუცილებელზე აუცილებელია, საქართველოს სახელმწიფომ მიმართოს ყველა პოლიტიკურ-სამართლებრივ ღონისძიებას, რათა საქართველოში ყურით იქნან ჩამოთრეულნი ხელისუფლებაში ცხრა წლის მანძილზე მყოფი ის კრიმინალები, რომლებიც წლებია, გაქცეულნი და შეფარებულნი არიან უკრაინაში ზელენსკის სახელისუფლებო ხროვის მიერ!

ეს ვაჟბატონები ისევ და ისევ უკრაინიდან აპირებენ საქართველოში სისხლისღვრის დემონსტრირებას!

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ამ სუბიექტებს საქართველოში ჩადენილი აქვთ უმძიმესი დანაშაულები. მათ არამც და არამც არ აჩერებენ გარე თუ შინა პატრონები და აგერ უკვე მერამდენე ტერაქტს და უბედურებას აგეგმინებენ საქართველოში.

ამიტომაც დროა, უპირობოდ დასრულდეს მათი ავი ზრახვებისადმი მოთმინებით ყურება და ყველა დამნაშავემ კანონის მთელი სიმკაცრით პასუხი აგოს, ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის წინაშე.

დრო არ ითმენს!“, – წერს ედიშერ გვენეტაძე.

ასევე იხილეთ