საფეხბურთო კლუბ „ლევანტეს“ Facebook-ის ადმინისტრატორი: „ცეკვავენ ვარსკვლავები” მოგიწვევენო, ბევრი წერთ. ამიტომ, ვიწყებ მომზადებას!
EURO 2024-ის საფეხბურთო მატჩების მსვლელობისას, სადაც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შთამბეჭდავად იასპარეზა, შესამჩნევი იყო სხვადასხვა საფეხბურთო კლუბების სოციალურ ქსელში აქტიურობა, რომლებიც თავიანთ წევრ ქართველ ფეხბურთელებს სხვადასხვა მხარდამჭერი პოსტებით გულშემატკივრობდნენ.
განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ესპანურმა კლუბმა („ლევანტე“), რომელშიც ამჟამად ეროვნული ნაკრების ქართველი ფეხბურთელი, გიორგი ქოჩორაშვილი თამაშობს.
ხავი დე ლა ოსა მორიგ პოსტს აქვეყნებს ქართულ ენაზე:
„აღარც ვხუმრობ 😏
„ცეკვავენ ვარსკვლავები” მოგიწვევენო, ბევრი წერთ. ამიტომ, ვიწყებ მომზადებას! ✊🏻” – წერს ხავი.