გურამ მაჭარაშვილი: საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ ებრძვის საქართველოს, ხელისუფლებას და მის პირველ პირებს

ტერორისტული აქტები მოხდა სლოვაკეთში, მოხდა ამერიკაში, რაც იმას ნიშნავს, რომ პირდაპირ მშვიდობას ესროლეს, დემოკრატიას ესროლეს, ესროლეს განსხვავებულ პოზიციას”, –  ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„ამიტომაც ბუნებრივად ჩანს მოცემულობა, რომ აქაც ბიძინა ივანიშვილი იცავს მშვიდობას, სუვერენიტეტს საკუთარი ქვეყნისას და ამიტომაც მზადდებოდა ეს ყველაფერი მის წინააღმდეგ, მაგრამ მადლობა ღმერთს ასე არ მოხდა. ეს პრევენციული ზომები კარგია, თუმცა საზოგადოებამ უნდა იცოდეს ვინ ებრძვის საქართველოს,  საქართველოში არსებულ ხელისუფლებას და მის პირველ პირებს“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

 

ასევე იხილეთ