ედიშერ გვენეტაძე: ჩვენი პრემიერის წუხანდელმა ინტერვიუმ კიდევ ერთი ძალიან მსხვილი ლურსმანი ჩაარჭო, „გლობალური ომის პარტიის“, ანუ საერთაშორისო იმპერიალისტური ძალების და მათი აქაური აგენტურის პოლიტიკურ კუბოს
ჩვენი პრემიერის წუხანდელმა ინტერვიუმ კიდევ ერთი ძალიან მსხვილი ლურსმანი ჩაარჭო, „გლობალური ომის პარტიის“, ანუ საერთაშორისო იმპერიალისტური ძალების და მათი აქაური აგენტურის პოლიტიკურ კუბოს!” – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე.
გვენეტაძის თქმით, ირაკლი კობახიძემ მოსახლეობას საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობებთან დაკავშირებით რეალობა გუშინ „რუსთავი 2″-ის პირდაპირ ეთერში ყოველგვარი შელამაზების გარეშე უთხრა.
„ჩვენი პრემიერის წუხანდელმა ინტერვიუმ კიდევ ერთი ძალიან მსხვილი ლურსმანი ჩაარჭო „გლობალური ომის პარტიის”, ანუ საერთაშორისო იმპერიალისტური ძალების და მათი აქაური აგენტურის პოლიტიკურ კუბოს!
პრემიერმა ნათლად უთხრა მოსახლეობას, რომ:
- ჯერ კიდევ 2020 წელს იყო განსაზღვრული გლობალური ომის პარტიის მიერ ომის დაწყება და მასში საქართველოს ჩაბმა;
- ომში რომ ჩაეთრიათ საქართველო, სწორედ ამისათვის იკლავდნენ თავს შინაური თუ გარე დაქირავებულები კოალიციური მთავრობისათვის;
- ომში რომ ჩაეთრიათ საქართველო, იმისათვის ჩაგვიწერა პატივცემულმა ევროპელმა პოლიტიკოსმა 43% მმართველ პარტიას საარჩევნო ზღვრის გადასალახავად (გაუგონარი რამ, რასაც კოლონიზატორებიც კი არ აკეთებდნენ კოლონიებში):
- ომი რომ გაჩაღებულიყო საქართველოში, ამიტომაც შემოაგზავნეს არაჟნიანი კონტეინერით სააკაშვილი:
- რუსეთს რომ დავებომბეთ, იმიტომაც აყვირებდნენ აქაურ მეხუთე კოლონას- დაუწესეთ რუსეთს სანქციები;
- უკრაინიზაცია რომ დამდგარიყო საქართველოში, სწორედ ამიტომ ითხოვდნენ აქაური მეხუთე კოლონის წარმომადგენლები, საქართველოდან მოხალისე მებრძოლების ჩარტერული რეისებით გაგზავნას;
- ომის პროვოცირება რომ მოეხდინათ, ამიტომაც ხაოდნენ, რუს ტურისტებს წინააღმდეგობა გაუწიეთ, არ დაელაპარაკოთ, უხეშად მოექეცით, ფიზიკურად დაუპირისპირდით;
- ომი რომ გაეჩაღებინათ საქართველოში, ამიტომაც ჩაათრიეს ბეხრეკი დედაბერი პრეზიდენტი ერთ-ერთ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში და იქიდან აძახებინეს, დახოცეთ, ცოცხლად დაწვით პოლიციელები;
- ომი რომ გაეჩაღებინათ შიდა არეულობის მეშვეობით, ამიტომაც წამოიწყეს შინ და გარეთ ორკესტრირებული მყვირალა კამპანია “არა რუსულ კანონს”;
- კვლავ საქართველოს ომში ჩასართველად ემზადებიან. ამისათვის გეგმავენ ტერაქტებს და უნდათ საქართველოში სისხლისღვრა, რომლის მეშვეობითაც ქვეყნისა და მოსახლეობის განადგურების ხარჯზე ისე, როგორც უკრაინაში მილიონებს ჩაიჯიბავენ.
ესაა ის რეალობა, რომელიც ქალბატონ ჟურნალისტს და მოსახლეობას ქვეყანაზე მზრუნველმა მთავრობის მეთაურმა ბნ-მა ირაკლი კობახიძემ, გუშინ “რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში ყოველგვარი შელამაზების გარეშე უთხრა“, – წერს ედიშერ გვენეტაძე.