რატი ბრეგაძე: ბატონი ივანიშვილი თუ გადაწყვეტს და იქნება პრეზიდენტობის კანდიდატი, დარწმუნებული ვარ, საქართველოს ისტორიაში საუკეთესო პრეზიდენტი იქნება

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, თუ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მიიღებს გადაწყვეტილებას და მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება, არჩევის შემთხვევაში, ის საქართველოს ისტორიაში საუკეთესო პრეზიდენტი იქნება.

მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, შესაძლოა თუ არა, რომ ბიძინა ივანიშვილი მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი იყოს.

„თუ ის გადაწყვეტს და იქნება პრეზიდენტობის კანდიდატი, დარწმუნებული ვარ, საქართველოს ისტორიაში საუკეთესო პრეზიდენტი იქნება, თუმცა ვინ იქნება პრეზიდენტობის კანდიდატი, არ ვიცი”, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

კონსტიტუციაში 2017 წელს შეტანილი ცვლილების თანახმად, საქართველოს პრეზიდენტს 5 წლის ვადით დებატების გარეშე, ღია კენჭისყრით საარჩევნო კოლეგია ირჩევს. ცვლილების მიხედვით, 2024 წლიდან პრეზიდენტს, მოქალაქეები პირდაპირი არჩევის წესით აღარ აირჩევენ.

ასევე იხილეთ