ალუდა ღუდუშაური: ბატონმა გახარიამ ქუდი დაიხურა და გადავიდა „ნაციონალურ მოძრაობაში“

„როდესაც დადგა საკითხი, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესი ყოფილიყო გატარებული თუ ნიკანორ მელიას და „ნაციონალური მოძრაობის” ინტერესი, ბატონმა გიორგი გახარიამ ქუდი დაიხურა და „ნაციონალურ მოძრაობაში” გადავიდა – სულ რომ წყალზე გაევლო მანამდე გახარიას, ეს ფაქტი ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი ქართველისთვის, ყველაფრის მთქმელია“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, გიორგი გახარიამ „ყველანაირ მართლმსაჯულების აღსრულებაზე უარი თქვა”.

„ბატონ გახარიას მიმართ ჩემი შეფასება ისაა, რომ მან, როდესაც დადგა საკითხი, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი, კანონით გათვალისწინებული და ზოგადად, სამართლის ინტერესი ყოფილიყო გატარებული თუ ნიკანორ მელიას და „ნაციონალური მოძრაობის” ინტერესი, ბატონმა გახარიამ, პირდაპირ გეუბნებით, ქუდი დაიხურა და გადავიდა „ნაციონალურ მოძრაობაში”. მან პირდაპირ, ყველაფერ სახელმწიფოებრივზე, ყველაფერ კანონიერზე, მართლმსაჯულების განხორციელებაზე და აღსრულებაზე უარი თქვა, იმიტომ, რომ „ნაციონალურ მოძრაობისა” და ნიკანორ მელიას სასარგებლოდ გაეკეთებინა არჩევანი. სულ რომ წყალზე გაევლო მანამდე გახარიას, ეს ფაქტი ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი ქართველისთვის, ყველაფრის მთქმელია”,- განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

ასევე იხილეთ