ალუდა ღუდუშაური: ეს გაერთიანება თუ ნებისმიერი სხვა, არის უპრინციპობის, უმორალობის და საერთოდ, ყოველგვარ წითელ ხაზს მიღმა გაერთიანება

ალუდა ღუდუშაურმა ალეკო ელისაშვილსა და პარტია „ლელოს” გაერთიანებას „უპრინციპობის, უმორალობისა და ყოველგვარ წითელ ხაზს მიმართ გაერთიანება” უწოდა.

„ეს გაერთიანება თუ ნებისმიერი სხვა, არის უპრინციპობის, უმორალობის და საერთოდ, ყოველგვარ წითელ ხაზს მიღმა გაერთიანება. ნებისმიერი უპრინციპო და უმორალო გაერთიანება, ბუნებრივია, ვერც ერთ შემთხვევაში ვერანაირ შედეგს ვერ დადებს ერთი მარტივი მიზეზიდან გამომდინარე – ადამიანებს, რომლებსაც არ გააჩნიათ მორალი, არანაირი სახელმწიფოებრივი ხედვა და გნებავთ, ის განცდა, რომ ეს სახელმწიფო არის არა რაღაც პრივატული სივრცე, არა რაღაც ბიზნესი, არა ვიწრო პირადი ინტერესები, ეს არის სახელმწიფო, რომელსაც ჰქვია საქართველო. ამიტომ, სხვა ფოკუსით უნდა შეხედონ ამას.

არჩევანი არის გასაკეთებელი სახელმწიფო ინტერესსა და ვიწრო ინტერესს შორის, რომელსაც ატარებენ ბატონი ხაზარაძე, ქალბატონი ზურაბიშვილი, ელისაშვილი. ეს საერთოდ ამორალური სივრცეა. როგორ უნდა წარდგნენ ქართველი ხალხის წინაშე და როგორ უნდა აუხსნან, რომ რამდენიმე თვის წინ, როდესაც ერთმანეთზე ასეთი ეპითეტებით საუბრობდნენ და თურმე ხელსაც არ ჩამოართმევდნენ, დღეს იმდენად იყვნენ ჩახუტებულები, რომ არ ვიცი”, – განაცხადა ღუდუშაურმა.

ასევე იხილეთ