დიმიტრი პესკოვი: რუსეთი მოლაპარაკებების პროცესისთვის ღიაა, მაგრამ ჯერ უნდა გავიგოთ, რამდენად არის მზად ამისთვის უკრაინული მხარე

“რუსეთი მოლაპარაკებების პროცესისთვის ღიაა, მაგრამ ჯერ უნდა გავიგოთ, რამდენად არის მზად ამისთვის უკრაინული მხარე”, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„რუსეთი მოლაპარაკებების პროცესისთვის ღიაა, მაგრამ ჯერ უნდა გავიგოთ, რამდენად არის მზად ამისთვის უკრაინული მხარე და რამდენად აქვს მას ამის ნებართვა მისი ზედამხედველებისგან. ხედავთ, რომ ძალიან განსხვავებული განცხადებები კეთდება, რომლებიც ჯერ ბოლომდე გასაგები არ არის. 

ზელენსკის ლეგიტიმურობის ზოგადი პრობლემის გარდა, არსებობს პრობლემა რუსულ მხარესთან ნებისმიერი კონტაქტისა და მოლაპარაკებების შესახებ საკანონმდებლო აკრძალვასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასარკვევი და განმარტებები უნდა მოვისმინოთ“, – აღნიშნა პესკოვმა.

ასევე იხილეთ