გურამ მაჭარაშვილი: სამწუხაროდ ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ უნდა ვუთხრათ, რომ დღის წესრიგიდან არ არის მოხსნილი მეორე ფრონტის საკითხი საქართველოში

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა „ქრონიკასთან“ საქართველოში მეორე ფრონტის საფრთხის აქტუალურობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ ეს საკითხი დღის წესრიგიდან ისევ არ არის მოხსნილი. მაჭარაშვილის თქმით, როდესაც უკრაინის ომი დასრულდება, საქართველოც მაშინ ამოისუნთქებს.

„სამწუხაროდ, ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ უნდა ვუთხრათ, რომ არ არის მოხსნილი დღის წესრიგიდან მეორე ფრონტი საქართველოში. იმედი გვაქვს, რომ უკრაინაში მშვიდობა დამყარდება უახლოესი თვეების განმავლობაში. მაშინ, შეიძლება, ცოტა ამოისუნთქოს ქვეყანამ, როდესაც მეორე ფრონტის საკითხი აღარ იქნება დღის წესრიგში. მანამდე ეს ყველა მტკიცებულება, რასაც ჩვენ ვამბობთ, უნდა იცოდეს საზოგადოებამ და უნდა ვიყოთ ფხიზლად.“– განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე იხილეთ