გურამ მაჭარაშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მთელი კონსტიტუცია საზოგადოებას თავზე გადაახია
„ის, რომ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციას სისტემატურად არღვევს, ეს უკვე ხალხისთვის ცნობილია, მაგრამ ასე თავხედურად, ოპოზიციის საარჩევნო შტაბი გახსნა საპრეზიდენტო ადმინისტრაციაში, იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მთელი კონსტიტუცია საზოგადოებას თავზე გადაახია”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„ლელო“ რომ ლელოს დამდები არ არის 26 ოქტომბერს, ამაზე ისიც კი მიანიშნებს, რომ ისეთი ადამიანები შეისრუტა, რომლებიც ზოგი „ნაციონალურ მოძრაობაში“ იყო და ხაზარაძეს აგინებდა, მერე შეისრუტა ასევე მაგინებელი ელისაშვილი“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.