ტრამპი: ზელენსკის ვუთხარი, რომ ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ომი

„ზელენსკის ვუთხარი, რომ ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ომი”, – განაცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და „რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა Fox News-სთან ინტერვიუში.

„ვუთხარი, რომ რუსეთი სამხედრო მანქანაა, რომ თქვენ წინაშე სამხედრო მანქანაა. რუსები ომებს აწარმოებენ. მათ დაამარცხეს ჰიტლერი, ნაპოლეონი. უკრაინის შეიარაღებული ძალების საგაზაფხულო კონტრშეტევა არც შემდგარა“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ომი არასდროს უნდა მომხდარიყო.

„ჩემი პრეზიდენტობის ოთხი წლის განმავლობაში მსგავსი რამე არ მომხდარა“, – დასძინა მან.

ასევე იხილეთ