მეუფე იაკობი: რომ ვხედავდე, რომ ხელისუფლება რუსეთისკენ მიდის, ხელისუფლების პირველი მტერი მე ვიქნებოდი
რომ ვხედავდე, რომ ხელისუფლება რუსეთისკენ მიდის, ხელისუფლების პირველი მტერი მე ვიქნებოდი, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ესენი (ოპოზიცია) რუსეთი, რუსეთი იმიტომ იძახიან, რომ თავიანთი რუსობა დამალონ. დღეს, ამერიკული და ევროპული ფულით რუსეთი თავის საქმეს აკეთებს. რაც თბილისში ხდებოდა, ამით ვინ მოიგო?! მოიგო ისევ და ისევ რუსეთმა! „მოიგო“ ევროპამ და „მოიგო“ ამერიკამ. პრეზიდენტზე არ ვამბობ, რომ მაინცდამაინც რუსია, მაგრამ ნახეთ რა მესიჯებით გადის უცხოეთში. უცხოეთშიც იჯერებენ მერე ამ მესიჯებს. ან თუნდაც ამერიკის კონგრესში. წაიყვანეს ორი ადამიანი და ვინ მისცა იმათ უფლება, რომ საქართველოს სახელით ილაპარაკონ. ერთს შეეძლო „სამოქალაქო საზოგადოების“ სახელით, ხოლო მეორეს გახარიას პარტიის სახელით ელაპარაკა“, – აღნიშნა ეპისკოპოსმა.