ჯონ კირბი: კამალა ჰარისი ისრაელის საიმედო მეგობარია
თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ კამალა ჰარისი ისრაელის საიმედო მეგობარია.
„ვიცე-პრეზიდენტი ჰარისი იზიარებს პრეზიდენტ ბაიდენის ურყევ ერთგულებას ისრაელის სახელმწიფოსა და ისრაელის ხალხის უსაფრთხოების მიმართ, რათა დარწმუნდეს, რომ ისრაელი შეძლებს, დაიცვას საკუთარი თავი თავდასხმებისგან, როგორიც მათ განიცადეს 7 ოქტომბერს“, – აღნიშნა ჯონ კირბიმ.