ჯეიმს დევიდ ვენსი: კამალა ჰარისი უფრო ლიბერალია, ვიდრე ჯო ბაიდენი
დონალდ ტრამპის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი, ჯეიმს დევიდ ვენსი აცხადებს, რომ კამალა ჰარისი უფრო ლიბერალური კანდიდატია, ვიდრე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.
„კამალა ჰარისი, უნდა ვთქვა, ბევრად უარესია“, – აღნიშნა ვენსმა კამალა ჰარისის ლიბერალურ შეხედულებებზე.
„შეფასებების თანახმად, კამალა ჰარისი სტაბილურად ყველაზე ლიბერალური სენატორი იყო შეერთებული შტატების სენატში და ახლა სურთ ის წარმოაჩინონ. როგორც მემარჯვენე „დემოკრატი“, რადგან ასე შეუძლიათ ის პოლიტიკურად მისაღები გახადონ ელექტორატისთვის“, – განაცხადა ჯეიმს დევიდ ვენსმა.
მისი თქმით, ბაიდენის გადადგომა და სადავეების გადაცემა კამალა ჰარისისთვის ფუნდამენტურად არალეგიტიმურია.