ტრამპი ნეთანიაჰუს: არც კი ვიცი, როგორ შეუძლია ადამიანს, რომელიც ებრაელია, ხმა მისცეს კამალა ჰარისს
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და „რესპუბლიკური“ პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა ფლორიდაში პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრაზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის ბოლოდროინდელ კომენტარებს ღაზაში ომის შესახებ ისრაელის მიმართ უპატივცემულობა უწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.
„მე ვფიქრობ, რომ კამალა ჰარისის გამონათქვამები უპატივცემულო იყო. არ იყო ძალიან ლამაზი. მე ნამდვილად არ ვიცი, როგორ შეიძლება, ებრაელმა მას ხმა მისცეს. მაგრამ ეს მათი გადასაწყვეტია. მაგრამ ის ნამდვილად უპატივცემულოდ მოიქცა ისრაელის მიმართ, ჩემი აზრით“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
კამალა ჰარისმა გუშინ განაცხადა, რომ ის არ გაჩუმდება ტანჯვის იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რომელსაც ადგილი აქვს ღაზის სექტორში.