ლევან ნიკოლეიშვილი: ჯარის დაფინანსება გააჩერეს იმიტომ, რომ საქართველომ მეორე ფრონტი არ გახსნა, ორმხრივი წვრთნებიც შეაჩერეს იმიტომ, რომ საქართველომ ომი არ დაიწყო – ეს არის მარტივი ჭეშმარიტება
„როგორც ამერიკის კონგრესში, საქართველოს უსაფუძვლო, უარგუმენტო კრიტიკა გამჭვირვალობის კანონის მოგონილი თემით ნიშნავს მარტივ რამეს – საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის დაუოკებელ სურვილს, ზუსტად ასევე, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე – ქართული ჯარისთვის დაფინანსების შეწყვეტა არის უმარტივესი მესიჯი ჩვენი ქვეყნისთვის – “არ იომეთ? არ გახსენით მეორე ფრონტი? ჰოდა ფულსაც ვეღარ მიიღებთ”, – ამის შესახებ მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, მარტივი ჭეშმარიტებაა ის, რომ ჯარის დაფინანსება და ორმხრივი წვრთნებიც იმიტომ შეაჩერეს, რომ საქართველომ მეორე ფრონტი არ გახსნა. როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, ქართულ ჯარს “ლამაზი თვალების” და სიყვარულის გამო არავინ აფინანსებდა.
“როგორც ამერიკის კონგრესში, საქართველოს უსაფუძვლო, უარგუმენტო კრიტიკა გამჭვირვალობის კანონის მოგონილი თემით ნიშნავს მარტივ რამეს – საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის დაუოკებელ სურვილს, ზუსტად ასევე, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე – ქართული ჯარისთვის დაფინანსების შეწყვეტა არის უმარტივესი მესიჯი ჩვენი ქვეყნისთვის – “არ იომეთ? არ გახსენით მეორე ფრონტი? ჰოდა ფულსაც ვეღარ მიიღებთ”. დიახ, ჯარის დაფინანსება გააჩერეს იმიტომ, რომ საქართველომ მეორე ფრონტი არ გახსნა. ორმხრივი წვრთნებიც შეაჩერეს იმიტომ, რომ საქართველომ ომი არ დაიწყო. ეს არის მარტივი ჭეშმარიტება. “ლამაზი თვალების” და ქართული არმიის სიყვარულის გამო არავინ აფინანსებდა ჩვენს ჯარს. ისინი ემზადებოდნენ გადამწყვეტი მომენტისთვის და რადგან ამ მომენტში ცეცხლი არ გავხსენით და სამშობლო გადავარჩინეთ გარდაუვალ განადგურებას, დაგვსაჯეს დაფინანსების გაჩერებით და წვრთნების გაუქმებით!” – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.